რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს პიარ-სტრატეგიის ნაწილი უწოდა.
ადვოკატების მთავარ შეკითხვას - რატომ დაიწყო გამოძიება 11 წლის წინანდელ საქმეზე, მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ მოქალაქეების ქმედების კანონიერებას კანონმდებლობა განსაზღვრავს.
„თუ ეს კანონიერება არის დარღვეული, ამ შემთხვევაში, როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს, ყველა უწყების ამოცანაა, რომ მიიღოს შესაბამისი პასუხი. 11 წელი, 10 თუ 5 წელი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

























