საქართველოს ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილს ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასება არ სურს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთებ მხოლოდ ერთ კომენტარს. მინდა, ბატონ გიორგი ქობულიას ვუსურვო წარმატება შემდგომ საქმიანობაში და მინდა, კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო ქალბატონ ნათია თურნავას ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, ყველა იმ გეგმის განხორციელებაში, რაც მას ეკონომიკის სამინისტროში აქვს. ესაა ჩემი ერთადერთი კომენტარი“, - განაცხადა მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილი სამეგრელოში იმყოფება.

























