სამშენებლო პროექტების უმეტესობა ვადებს ან ბიუჯეტს სცილდება. ეს შეიძლება, ზოგად, ბუნდოვან პრობლემად ჟღერდეს, მაგრამ ვინც ოდესმე სამშენებლო პროცესში ყოფილა ჩართული, მათთვის ეს კარგად ნაცნობი სურათია. უნდა დაისვას კითხვა: რატომ ხდება ეს სისტემატურად? პასუხი, როგორც წესი, მართვაშია.
ქართულ სამშენებლო ბაზარზე მენეჯმენტი ხშირად ზედამხედველობასთანაა გაიგივებული. ზედამხედველი ობიექტზე მიდის, ამოწმებს მას და ხარვეზს აფიქსირებს. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა მენეჯმენტის ნაწილი არ არის.
ზედამხედველობა პრობლემას ხილვადს ხდის. მენეჯმენტი კი ცდილობს, ეს პრობლემა საერთოდ არ წარმოიქმნას. სხვაობა შეიძლება, ფორმალურად ჩანდეს, მაგრამ ფინანსურ შედეგებში ყველაზე მკაფიოდ ვლინდება – ხელახლა გადაკეთებული სამუშაო, გადავადებული ჩაბარება და გაუთვალისწინებელი ხარჯები.
CQM ამ ლოგიკის მიღმა მუშაობს. კომპანია პოზიციონირებს, როგორც დამკვეთის ინტერესების სისტემური მმართველი პროცესის პირველი ნაბიჯიდან ბოლო ეტაპამდე.
პროექტის მართვა მისი საჭიროების გაანალიზებიდან იწყება. CQM-ის შემთხვევაში, ეს ეტაპი ნულოვანი ანგარიშის სახეს იღებს. ეს დოკუმენტი პროექტის ანალიტიკური საფუძველია: რა სჭირდება დამკვეთს, რისკების განსაზღვრა მშენებლობაზე, საიდან იწყება პროცესი და სად შეიძლება წარმოიქმნას სირთულე.
ნულოვანი ანგარიშის შედეგად პროექტის მართვისა და განვითარების მატრიცა ყალიბდება. ეს ინსტრუმენტი ყოველი შემდეგი ეტაპის სტრუქტურას ქმნის – ვინ, რას, როდის და რა სტანდარტით ასრულებს. მატრიცა ერთდროულად სამუშაო ინსტრუმენტია CQM-ის გუნდისთვის და გამჭვირვალობის საშუალება – დამკვეთისთვის.
ეს გამჭვირვალობა ფორმალობა არ არის. დამკვეთი, რომელიც ნებისმიერ მომენტში ხედავს, რა ეტაპზეა მისი პროექტი, გაცილებით სწრაფ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს იღებს. გაურკვევლობა კი ისევ მართვის არარსებობის შედეგია.
სამშენებლო პროექტებში სამი ცვლადი ყოველთვის ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ვადა, ბიუჯეტი, ხარისხი. ამ სამს ხშირად განიხილავენ ცალ-ცალკე, მაგრამ პრაქტიკა სხვა რაიმეს გვიჩვენებს. ვადის გადაწევა ავტომატურად ხარჯს ზრდის, ხარისხის მოთხოვნა კი, თავის მხრივ, ვადებსა და დანახარჯებზე ახდენს გავლენას.
ვინც ამ სამი ცვლადიდან მხოლოდ ერთს უყურებს, დანარჩენ ორზე კონტროლს კარგავს.
სწორედ ამ ურთიერთდამოკიდებულების გამო, მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა და ხარჯების ოპტიმიზაცია CQM-ის მართვის ჩარჩოს ინტეგრირებული ნაწილია და არა ცალკე, დამოუკიდებელი სერვისი. ყოველი ფინანსური გადაწყვეტილება ვადის კონტექსტში განიხილება, ყოველი ვადა კი – ხარისხის სტანდარტთან მიმართებაში. ეს ლოგიკა გამორიცხავს სიტუაციებს, როცა პროექტის სამი ძირითადი მახასიათებელი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ქართული სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა სუბიექტური ხარისხის კატეგორიაა. "კარგი სამუშაო", "გეგმის შესაბამისი" – ეს ფორმულირებები ყველა კომპანიის ლექსიკაშია, მაგრამ ყველა მათგანს განსხვავებული შინაარსი აქვს. ამ დროს სუბიექტურობა ხშირად კამათის, ზარალის ან განუხორციელებელი მოლოდინების მიზეზი ხდება.
CQM ამ სუბიექტურობას საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით ცვლის. ყოველი სამუშაო ეტაპი გაზომვადია – ვადები, შესრულებული სამუშაოები და ხარჯები დოკუმენტირებული და თვალსაჩინოა. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ჩანს იქამდე, სანამ ის გამოუსწორებელი გახდება.
ადრეული გამოვლენა ყოველთვის ნაკლებ ხარჯს ნიშნავს. ეს ელემენტარული, მაგრამ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოტოვებული პრინციპია. ხარვეზი, რომელიც მშენებლობის ადრეულ ეტაპზე ჩანს, ბევრად ნაკლები ჯდება, ვიდრე ის, რასაც სამუშაოს დასრულების შემდეგ აღმოაჩენენ.
სრული მენეჯმენტი ერთი ადამიანის ან ერთი კომპეტენციის საქმე არ არის. კომპლექსური სამშენებლო პროცესი ფრაგმენტულად ვერ იმართება. როდესაც ეს ფუნქციები ერთ სისტემაში არ არის მოქცეული, ინფორმაციული ხარვეზები გარდაუვალია, ხარვეზი კი ხარჯებსა და ვადებზე აისახება.
CQM-ის გუნდი პროექტის მენეჯერებს, ობიექტის ზედამხედველებს, MEP ინჟინრებს, კონსტრუქტორებს, ფინანსური მართვის სპეციალისტებს, დოკუმენტ-კონტროლსა და შრომის უსაფრთხოების სამსახურს მოიცავს. ტენდერის წარმართვა, ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, ტექნიკური ზედამხედველობა, ბიუჯეტის კონტროლი – ეს პროცესები ერთ სივრცეში მიმდინარეობს.
CQM-ის ძირითადი სამიზნე ჯგუფი კერძო ბიზნესი, ინვესტორები და კომპანიებია, რომლებისთვისაც სამშენებლო პროექტი ფინანსური პასუხისმგებლობაა.
კომპანია 2 წელია, რაც ბაზარზეა. ამ პერიოდში ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის მართვა და 150 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციების კოორდინაცია განახორციელა. ეს მონაცემები მეტყველებს სამშენებლო მართვის კომპლექსურობაზე, რომელსაც სისტემური მიდგომა სჭირდება. სწორედ ამას ახორციელებს სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CQM.

























