მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Craft Your Future Career - “ლიბერთი” სტუდენტების დასაქმებას აგრძელებს

BM.GE
13.10.22 08:53
452
ლიბერთიმ მორიგი ღონისძიება Craft Your Future Career გამართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმების პერსპექტივით დაინტერესებაა. ღონისძიებაში “ლიბერთის” პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. “ლიბერთიში” ამბობენ, რომ კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, სტუდენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. მათ ბანკში მოქმედი მიმართულებების შესაბამისად ჰქონდათ დასაქმების არჩევანი. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, თითოეული მიმართულება თავად ადგენს უნარ-ჩვევების მისაღებ კრიტერიუმს. 

როგორც “ლიბერთიში” აცხადებენ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, სტაჟირების პროცესი მაღალი ხარისხის იყოს და სტაჟიორებმა ამ პერიოდში საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ. ამისთვის კი “ლიბერთიმ” სპეციალურად მოამზადა ტრენერები, რომლებიც შემდეგ მენტორებს გადაამზადებდნენ. თავის მხრივ, ყველა მენტორმაც მიმართულების შესაბამისი გადამზადება გაიარა; შეიქმნა პროგრამები და დაინერგა შეფასების სისტემები, რომლებიც არა მარტო სტაჟირებაზე მყოფს აფასებს, არამედ თავად მენტორებსაც. რაც შეეხება სტაჟირების ვადებს, ის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია და 6 კვირიდან 6 თვემდე გასტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები