ლიბერთიმ მორიგი ღონისძიება Craft Your Future Career გამართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმების პერსპექტივით დაინტერესებაა. ღონისძიებაში “ლიბერთის” პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, სტუდენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. მათ ბანკში მოქმედი მიმართულებების შესაბამისად ჰქონდათ დასაქმების არჩევანი. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, თითოეული მიმართულება თავად ადგენს უნარ-ჩვევების მისაღებ კრიტერიუმს.