მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Credit Suisse-გან აღებული სესხი კაბალურია"

5cebbf075f53e
თათია ჩაფიჩაძე
27.05.19 14:11
1815
საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით „Credit Suisse“-გან აღებული 150 მლნ აშშ დოლარის სესხი კაბალურია, რაც რესტრუქტურიზაციის საშუალებას არ იძლევა.

საგანელიძემ ის მიზეზები განმარტა რის გამოც საპარტნიორო ფონდმა თავის დროზე არჩევანი სწორედ „კრედიტ სვისზე“ გაკეთდა.

„2015 წელს ჩემს მისვლამდე ირაკლი კოვზანაძის დახმარებით ფონდმა კრედიტი აიღო "კრედიტ სვისისგან". რთული პროცესი იყო, როცა ფონდის მიერ იყო გაგზავნილი წინადადებები დაფინანსების მოძიებასთან დაკავშირებით და ბევრი ბანკისგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

ერთ-ერთი, უფრო სწორად ერთადერთი საუკეთესო პირობა მაშინ „კრედიტ სვისმა“ შემოგვთავაზა. მესამე წელია ჩვენ ვხურავთ ამას, გასტუმრებულია დაახლოებით 70 მლნ 150-დან და წელს ანგარიშზე გვაქვს 43 მლნ, წლევანდელ ვალდებულებას გავისტუმრებთ და დაგვჩება კიდევ 43 მლნ.

მაღალი საპროცენტო განაკვეთია, მაღალია იმის გამო რომ ფონდს სამწუხაროდ თავისი აქტივებით არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ უკეთესი შეთავაზება გაეკეთებინა ასეთი საფინანსო ინსტიტუტებისთვის, თუმცა ამ კრედიტის გასტუმრება ფონდს ძალიან მძიმედ დააწვება ბოლოს ფინანსური მაჩვენებლებით.

ალბათ მკითხავთ რატომ არ ხდება ჩანაცვლება ალტერნატიული, დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. მარტივი მიზეზის გამო, „კრედიტ სვისთან“ კონტრაქტი არის ძალიან კაბალური. ფაქტიურად პირდაპირ მითითებულია, რომ კრძალავს სხვა საკრედიტო ხაზის გახსნას, სანამ არ მოხდება მისი დახურვა.

ჩვენ გვქონდა საშუალება რესტრუქტურიზაცია გაგვეკეთებინა, მაგრამ იმდენად მძიმე პირობებია დახურავზე და იმდენად მძიმე საჯარიმო სანქიცებია, რომ ფაქტიურად ყოველგვარ გონივრულ გადაწყვეტილებას ზღუდავს, ამიტომ იძულებულები ვართ მოვემსახუროთ ამ კრედიტს ბოლომდე და შემდეგ ვიფიქროთ დაფინანსების სხვა საშუალებებზე“ - აღნიშნა საგანელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები