მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse-მა II კვარტალში $4 მლრდ-ის ზარალი განიცადა

Credit Suisse

შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა, რომელიც მარტში UBS-მა შეისყიდა, წლის II კვარტალში 3.5 მლრდ შვეიცარიული ფრანკის, ანუ 4 მლრდ აშშ დოლარის ზარალი ნახა - ამის შესახებ Sonntagszeitung-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი, სადაც წყაროდ ბანკის წარმომადგენლები არიან დასახელებული.

Credit Suisse-სა და UBS-ის პრესსამსახურებმა ზარალთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. 

Credit Suisse-მა წლის მეორე კვარტალსა და სრულ 2023 წელს მნიშვნელოვანი დანაკარგის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში იწინასწარმეტყველა, როდესაც ფინანსური ხარჯებისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით არა-ძირითადი ბიზნესებიდან გამოვიდნენ.

ცნობისთვის, UBS-ის კვარტალური შედეგების შესახებ 31 აგვისტოს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები