მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Crocobet.com პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების, SIGMA EUROPE-ს, გამარჯვებულია ნომინაციაში 2023 წლის საუკეთესო მარკეტინგული კამპანია

SIGMA EUROPE
BM. GE
15.11.23 22:35
180

კროკობეთის მიერ განხორციელებული პროექტი საქართველოს ფარგლებს გასცდა და SIGMA Europe-ს საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ნომინაციაში 2023 წლის საუკეთესო მარკეტინგული კამპანია.

იტალიურ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სრულიად ახალი მუხტი გაჩნდა და "ნაპოლიმ", საქართველოს სახით, ერთგული გულშემატკივარი შეიძინა.

კროკობეთი, როგორც სპორტის ერთგული ქომაგი, იყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო გამხდარიყო ისეთი საერთაშორისო და ცნობილი კლუბის სპონსორი, როგორიცაა "ნაპოლი". ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა კროკობეთის ლოგოს ნახვა დიეგო არმანდო მარადონას სახელობის ისტორიულ სტადიონზე, თუმცა ამ კამპანიის მიზანი იყო უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ფეხბურთის ფანებს მეტი გაეგოთ ქართული ხასიათისა და სიყვარულის შესახებ ამ სპორტის მიმართ.

სწორედ ამ იდეით შეიქმნა უნიკალური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფდა პირდაპირ ფრენებს ნეაპოლის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში სტადიონზე მოეწყო სპეციალურად ქართველებისთვის გამოყოფილი ფან-ზონა, რომელიც ყოველ თამაშზე აერთიანებდა საგულშემატკივროდ ჩასულ ქომაგებს. ნეაპოლში გამართულ თითოეულ მატჩზე 200 ქართველი, "ნაპოლის" მაისურებითა და საქართველოს დროშებით, ტრიბუნებს ავსებდა, ქმნიდა დაუვიწყარ ემოციასა და სანახაობას.