მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Crocs-ებზე ასეთი დიდი მოთხოვნა არასდროს ყოფილა" - ბრენდი გაყიდვების ზრდაზე საუბრობს

60893bfe20c81
ნათია თაქთაქიშვილი
28.04.21 21:30
2797
ფეხსაცმელების მწარმოებელი Crocs-ი გაყიდვების ზრდის შესახებ აცხადებს. კომპანია აღნიშნავს, რომ გაყიდვებმა პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით მოიმატა და 460 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

Crocs-ში აცხადებენ, რომ დაუბეგრავი შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 122.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გასულ წელს 18.7 მილიონი აშშ დოლარი იყო.

Crocs-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ რისი, ფეხსაცმელების გაყიდვების ზრდას მთელი წლის განმავლობაში პროგნოზირებს. მისი ვარაუდით, 2021-ში გაყიდვები 50%-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ 2020-ში ზრდამ 25% შეადგინა.

„Crocs-ებზე ასეთი დიდი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. გაზრდილი მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ცხოვრების სტილით არის განპირობებული, რადგან მოსახლეობა უპირატესობას კომფორტულ ტანისამოსს ანიჭებს“, - განაცხადა Crocs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ბრენდი აქტიურად მუშაობს ფეხსაცმელების პოპულარიზაციაზე და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორიც ჯასტინ ბიბერია.

Crocs-ი ონლაინ გაყიდვების ზრდაზეც მუშაობს, კომპანიის ონლაინ გაყიდვები პირველ კვარტალში 75.3%-ით გაიზარდა. კომპანია ასევე აქტიურ სარეკლამო კამპანიას ეწევა სოციალურ ქსელში, მაგალითისთვის Crocs-ის სარეკლამო ვიდეომ TikTok-ზე 1.6 მილიარდი ნახვა დააგროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები