მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Crocs-ი რეკორდული შემოსავლების შესახებ აცხადებს

60f9736f165de
ნათია თაქთაქიშვილი
22.07.21 21:40
1271
მსოფლიოში ცნობილმა ფეხსაცმელების მწარმოებელმა Crocs-მა მეორე კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა Crocs-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიის შემოსავალმა მეორე კვარტალში 640.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 93%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ასევე გაეზარდა გაყიდვები უშუალოდ მაღაზიებიდან, მატებამ გასულ წელთან შედარებით 78.6%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 86.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ანგარიშის მიხედვით, ასევე გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგება. მეორე კვარტალში კომპანიის მოგებამ 319 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 56.6 მილიონი აშშ დოლარისა.

Crocs-ი ანგარიშში წერს, რომ მესამე კვარტალში შემოსავლების 60-70%-იან ზრდას ელოდება. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე Crocs-ის აქციებზე ფასმა 90%-ით მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები