მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CRRC - საქართველო მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგებს წარადგენს

5e2fffc76d6c3
ინგა მურუსიძე
29.01.20 09:45
1958
30 იანვარს, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველო“ (CRRC – საქართველო), საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგებს წარადგენს.

როგორც bm.ge-ის ორგანიზაციიდან აცნობეს, პრეზენტაცია სახელწოდებით „ცვლილებათა ათწლეული: მოსაზრებები და ღირებულებები საქართველოში, 2009-2019“ ორგანიზაციის მიერ ამ პერიოდში ჩატარებული „კავკასიის ბარომეტრის“ რვა ტალღის მონაცემების საფუძველზეა მომზადებული.

„პრეზენტაციაზე CRRC-საქართველოს წარმომადგენლები ისაუბრებენ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კონფლიქტების, მიგრაციისა და სოციალური საკითხების მიმართ შეხედულებებში მომხდარ გარდამტეხ ცვლილებებზე. ასევე წარმოდგენილი იქნება „კავკასიის ბარომეტრის“ უახლესი, 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვის ძირითადი შედეგები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები