მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CRRC: გამოკითხულთა 41% საქართველოს მოსამართლეებს არ ენდობა

5c07b7aa470f8
თამუნა ქემერტელიძე
05.12.18 15:22
727
კვლევის თანახმად, რომელიც CRRC-საქართველომ ჩაატარა, გამოკითხულთა 46% თვლის, რომ საქართველოში მოსამართლეები დამოუკიდებლები არ არიან.

ამასთანავე, გამოკითხულთა, დაახლოებით, მესამედი (32%) თვლის, რომ მოსამართლეები საქართველოში სამართლიანები არ არიან, ხოლო მათ პროფესიონალიზმში ეჭვი გამოკითხულთა 22%-ს ეპარება.

რაც შეეხება ნდობას, გამოკითხულთა 41% საქართველოს მოსამართლეებს არ ენდობა.

ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.

კვლევა 30 აგვისტოდან 15 სექტემბერამდე პერიოდშია ჩატარებული.

CRRC-ის ცნობით, მთლიანობაში გამოიკითხა 2,080 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს (CAPI – Computer Assisted Personal Interviewing) მეთოდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები