მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CSRDG-ს დაფინანსებით ხევსურეთში პირველად სოციალური საწარმოები შეიქმნა

5bee9ecdeb77f
ელენე ჩომახიძე
16.11.18 14:34
1130
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) დაფინანსებით ხევსურეთში პირველი ორი სოციალური საწარმო შეიქმნა. „არაბული არტჰაუსი“ ორი წლის წინ შეიქმნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ სოციალური საწარმო ახალი მიმართულება - კემპინგიც დაემატა. „არაბული არტჰაუსი“ ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებულ ტანსაცმელს აწარმოებს და აქტიურად მუშაობს პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე სარეალიზაციოდ გატანაზე. საწარმოს დამფუძნებელი განმარტავს, რომ მათ შემთხვევაში ამ დრომდე ექსპორტირება ვერ მოხერხდა, რადგან ევროკავშირში პროდუქციის გატანისთვის გარკვეული მარაგების ქონაა საჭირო.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია ხელნაკეთია, სამწუხაროდ ჯერ რეგულარული მიწოდების უზრუნველყოფა გვიჭირს, თუმცა გეტყვით რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ერთერთია საფრანგეთი, აგრეთვე არის ჩეხეთიც და ვფიქრობ, 2019 წელს უკვე შევძლებთ ექსპორტზე პროდუქციის მცირე რაოდენობის გატანას მაინც. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის დაფინანსებით გვაქვს 8 000 ევროს გრანტი, რომლის ფარგლებშიც გავაკეთეთ ახალი სოციალური საწარმო. გავაკეთეთ კემპინგი და კაფე.“ - აცხადებს ნინო არაბული.

„არაბულ არტჰაუსში“ და კემპინგში ხევსურეთის ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ნინო არაბული აცხადებს, რომ მათი სოციალური მისიაა დაასაქმონ ადგილობრივები და პოპულარიზაცია გაუწიონ ხევსურეთს, ანუ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ იქ ჩასულ ტურისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები