მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CT Park-ის გასვლის შემდეგ თბილისში ახალი საპარკინგე ადგილები არ მოწყობილა

5c46ed0c74c8f
სალომე მეცხვარიშვილი
22.01.19 15:23
2121
დედაქალაქიდან CT Park-ის გასვლის შემდეგ თბილისში ახალი საპარკინგე ადგილები არ მოწყობილა.

პარკირების ადმინისტრირებას ქალაქში მერიის დაქვემდებარებაში არსებული “თბილისის პარკინგი” ახორციელებს.

როგორც bm.ge-ის კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა, გასულ წელს ძირითადად არსებული საპარკინგე სისტემის ხელახლა დახაზვასა და ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე იმუშავეს.

მისი ინფორმაციით, გასული წლის 10 აპრილიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც პარკირებაზე პასუხისმგებელი “თბილისის პარკინგი” გახდა, განახლდა და დაიხაზა 600 კვ.მ. საპარკინგე ადგილი, ასევე, გამოიყო საპარკინგე ადგილები ტაქსებისთვის, საუბარია 280 კვ.მ. ფართობზე და 82 ტაქსის საგზაო ნიშანზე.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი საპარკინგე ადგილების გამოყოფა მათი პრეროგატივა არ არის, შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ უნდა მიიღოს, “თბილისის პარკინგს” კი, მხოლოდ პარკინგის მოწყობა და შემდეგ მისი ადმინისტრირება ევალება.

თამაზ რობაქიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში 2 ათასზე მეტი საპარკინგე სივრცე და 32 ათასამდე საპარკინგე ადგილია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა C.T. Park-თან და მის მაგივრად დედაქალაქში პარკინგის მონიტორინგს "თბილისის პარკინგი" უზრუნველყოფს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები