მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"C.T. Park-ის საჩივრის საფუძველზე სასამართლოში დავა არ მიმდინარეობს"

5aaba5fc85441
ელენე გოგბერაშვილი
16.03.18 15:06
822
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე არ ადასტურებს კომპანია C.T.Park-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მერიის მიერ ხელშეკრულების შესწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით კომპანია თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დაობს. ხმალაძე ამბობს, რომ მათ მიერ გამოცემული განკარგულება კომპანიამ სასმართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლოს დღემდე მათი საჩივარი წარმოებაში არ მიუღია.

,,სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. განკარგულება, რომლითაც მოხდა კომპანიის გაფრთხილება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოუწყობლობის გამო გაასაჩივრა კომპანიამ სასამართლოში, რომელმაც დღემდე არ მიიღო წარმოებაში სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის დაუდგინეს ხარვეზი. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა შეტყობინება არც გაუქმებულია და არც შეჩერებულია. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებუთ არის სრულად ლეგიტიმური’’-აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები