C.T.Park-თან დავაში მერიის ინტერესს კომპანია "ემ ჯი" დაიცავს
C.T.Park-თან დავაში თბილისის მერიის ინტერესებს შპს ,,ემ ჯი იურიდიული ოფისი“ დაიცავს. მუნიციპალიტეტმა კომპანია გამარტივებული შესყიდვის წესით შეარჩია და ხელშეკრულებაც გაუფორმა, რაშიც 800 ათასს გადაუხდის. გამარტივებულ შესყიდვას მერია მომსახურების შეზღუდულ ვადებში შესყიდვის აუცილებლობით ხსნიდა.
კომპანია ,,ემ ჯი“ 2012 წელსაა დაფუძნებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით ის თავდაპირველად ,,დეკარტ საქართველოს“ სახელითაა რეგისტრირებული, რომლის 100% ის მფლობელი ამერიკული კომანდიტური საზოგადოება დეკერტი იყო, თუმცა 2018 წლის ამონაწერის მიხედვით, ის შპს ,,ემ ჯის“ სახელითაა რეგისტრირებული და მისი მფლობელები 50-50%-იანი წილით არჩილ გიორგაძე და საფრანგეთის მოქალაქე ნიკოლა მარინი არიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისი მერიამ კომპანია C.T.Park-თან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიდა, რასაც კომპანია არ დაეთანხმა და დავის გაგრძელებას არბიტრაჟში გეგმავს. მის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიულმა ფირმამ - „Freshfields Bruckhaus Deringer” იცავს.