მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცუკერბერგი Facebook-ში "სოციალური ინფრასტრუქტურის" განვითარებას გეგმავს

58a6f90114556
BM.GE
17.02.17 17:21
1294
Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს Facebook-ის ბაზაზე სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა სურს. აღნიშნულის შესახებ მან ხუთშაბათს, ოფიციალურ წერილში დაწერა, სადაც აღწერს, თუ როგორ უნდა გახდეს საზოგადოება მეტად მობილური და გლობალური.

სოციალური ქსელის დამფუძნებელი გეგმავს, რომ Facebook-ის ფორმატი შეცვალოს, რათა ის არა მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის იყოს საინტერესო, არამედ მისი სურვილია, რომ ქსელში გლობალური სოციალური ინფრასტრუქტურა განავითაროს.

მან ხუთი ძირითადი მიმართულება გამოყო: ურთიერთდახმარების განვითარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ინფორმირება, სამოქალაქო ჩართულობა და ჩართულობა სხვადასხვა კულტურებისა და შეხედულებების გაცვლაში.

ასევე მან ყალბი ინფორმაციების გავრცელებასა და ’’მყვირალა სათაურებზე“ შეშფოთება გამოთქვა. მისი განმარტებით, სენსაციური და მარტივი შეტყობინებები სხვა დანარჩენზე სწრაფად ვრცელდება. ’’მყვირალა სათაურებს“ რაც შეეხება, ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ Facebook-ი ასეთი ინფორმაციის აღრიცხვისთვის ალგორითმს ნერგავს, რომლითაც გაირკვევა მომხმარებელმა სტატია ბმულის მიხედვით წაიკითხა თუ არა, სანამ მას გააზიარებდა.

გარდა ამისა, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ სოციალურმა ქსელმა ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავა, რომელმაც უნდა ამოიცნოს აკრძალული კონტენტი. აღნიშნულ ტექნოლოგიას მომხმარებელი ნაწილობრივ მიმდინარე წლიდან გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები