მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგი კონგრესში - Facebook-ის შეფი Libra-ს პოზიციებს იცავს

5db1af80f0bdf
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 18:26
994
Facebook- ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს აშშ-ის დეპუტატების წინაშე გლობალური ციფრული ვალუტის Libra-ს პოზიციების დაცვა მოუხდა. ონლაინ გიგანტის შეფმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, მომავალ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ციფრული ფული მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც აშშ-ში მარეგულირებლის მხრიდან პროცესს სრულიად შესწავლა მოხდება. 

ამავე დროს, ცუკერბერგმა შეცდომებიც აღიარა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რთული ვითარება არაერთხელ შეექმნათ. ”ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა’’-დასძინა მან.



Facebook -ს სურს, რომ ციფრული ვალუტა Libra თავდაპირველად ფულადი გზავნილებისთვის იქნას გამოყენებული, - მოგვიანებით კი Libra -თი შოპინგიც მოხერხდება.


შეგახსენებთ, რომ Libra -ს გარშემო ბოლო პერიოდში სკანდალები და კრიტიკა არ წყდება. გასულ კვირას, Visa-მ, MasterCard-მა, Stripe-მა და EBay-მ Facebook-ის კრიპტოვალუტა პროექტი დატოვეს. როგორც ამერიკული გამოცემები წერდნენ, დიდი ალბათობით ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ Libra-ს შექმნის პროექტმა ამერიკული მარეგულირებლების სრული მხარდაჭერა ვერ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები