შერილ სენდბერგი Meta-ს COO-ს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქში“ გაავრცელა. „ეს არის ეპოქის დასასრული, “ - წერს იგი.
მისივე თქმით, შერილ სენდბერგი მუშაობას დირექტორთა საბჭოში გააგრძელებს. ცუკერბერგმა დაწერა, რომ თავად შერილის როლის შეცვლას არ აპირებს.
„14 წლის შემდეგ, ჩემი კარგი მეგობარი და პარტნიორი შერილ სენდბერგი Meta-ს COO-ს ტოვებს. როდესაც შერილი შემომიერთდა 2008 წელს, მე მხოლოდ 23 წლის ვიყავი და თითქმის არაფერი ვიცოდი კომპანიის მართვის შესახებ. ჩვენ შევქმენით შესანიშნავი პროდუქტი -Facebook ვებსაიტი. შერილმა შექმნა ჩვენი სარეკლამო ბიზნესი, დაიქირავა შესანიშნავი ხალხი, ჩამოაყალიბა ჩვენი მართვის კულტურა და მასწავლა როგორ მემართა კომპანია. მან შექმნა შესაძლებლობები მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში და ის იმსახურებს დაფასებას იმით, რაც Meta დღეს არის.
სამწუხაროა, რომ დადგება დღე, როცა შერილთან ასე მჭიდროდ ვერ ვითანამშრომლებ. მაგრამ ყველაფერზე მეტად, მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა Meta-ს ასაშენებლად. მან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის - და ჩვენ ყველას უკეთესად ვართ ამისთვის,“- წერს ცუკერბერგი.