მარკ ცუკერბერგმა მხოლოდ თებერვალში 500 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. როგორც ჩანს მულტიმილიარდერი დაანონსებული საინვესტიციო პროექტის - ,,ჩან ცუკერბერგის'' შექმნას მართლა აპირებს და საამისოდ ძალისხმევასაც არ იშურებს. ცუკერბერგმა პირველად ეს იდეა 2015 წლის დეკემბერში, თავის მეუღლესთან ერთად გააჟღერა და ისეთი ორგანიზაციის შექმნა დააანონსა, რომელიც ადამიანებს თანაბარი განვითარების საშუალებას მიცემს. საამისოდ კი ცუკერბერგი დროთა განმავლობაში თავისი აქციების 99% - ის გაყიდვას აპირებს.