მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Culture Week Tbilisi 2022 უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა“ - სოფო ჭყონია

63b697944c6d8
თინათინ ნატმელაძე
04.01.23 22:00
650
Culture Week Tbilisi-ს ყოველწლიური ხასიათი ექნება და მომავალში ქართველი ხელოვანების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გაერთიანებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ გადაცემა "ქალების ნარატივში" „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სოფო ჭყონიამ განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ნოემბერში თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კულტურის ფესტივალი Culture Week Tbilisi, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა და უკრაინელი და ქართველი ხელოვანების კოლაბორაციის მიზნით გაიმართა.

„Culture Week Tbilisi-ს შექმნის იდეა ძალიან სპონტანურად გაჩნდა და მომავალში ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს, ამჯერად კი პროექტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა, უკრაინელი და ქართველი ხელოვანებისთვის და მათი კოლაბორაციისთვის იყო შექმნილი, ჰქონდა საქველმოქმედო დატვირთვაც და საერთო ჯამში, ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა, მთავარი მიზანი შევასრულეთ.

ჩვენება "კოკა კოლას" ყოფილ ქარხანა Factory Tbilisi-ში ჩატარდა, ეს ის ადგილია, რომელიც რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ იქცა სივრცედ, სადაც ხელოვანებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყველანაირი შეზღუდვების გარეშე თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინონ.

იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს უკრაინა უკვე გამარჯვებას იზეიმებს და ჩვენი პროექტი სხვა ქვეყნებთან კოლაბორაციაზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა სოფო ჭყონიამ.

სოფო ჭყონია „ქალების ნარატივში“ იმ სირთულეების შესახებაც ყვება, რომელიც Culture Week Tbilisi-ს ორგანიზებას თან ახლდა.

„პროექტს თან ძალიან მძიმე ფონი სდევდა, რომელიც, ცხადია, ბევრ სირთულეს იწვევდა - უკრაინელი ხელოვანებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა საქართველოში ჩამოსვლა, ასევე დიდი გამოწვევა იყო მათი ნამუშვერების ტრანპსორტირება, თუმცა როგორღაც ეს სირთულეები გადავლახეთ.“ - განმარტავს პროექტის ორგანიზატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები