მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cummins-ი გარემოსდაცვითი ჯარიმის სახით რეკორდულ $1,7 მილიარდს გადაიხდის - Reuters

RAM

პიკაპებისთვის ძრავების მწარმოებელი კომპანია Cummins-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში რეკორდულ 1 675 000 000-დოლარიან ჯარიმას გადაიხდის.

მიზეზი კომპანიის მიერ წარმოებული ასობით ათასი ძრავია, რომლებიც დასაშვებზე გაცილებით დიდი ოდენობით ემისიებს გამოიმუშავებს - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, Cummins-მა პიკაპებში, სავარაუდოდ, წუნდებული ძრავები დაამონტაჟა, რომლებსაც ემისიების კონტროლი და შესაბამისი სენსორები გათიშული აქვს.

აღნიშნული ძრავები 2013-დან 2019 წლამდე RAM-ის 630 ათას ავტომობილში იყო გამოყენებული. აშშ-ის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, წუნდებული მოწყობილობების გამო ავტომობილებმა წყალბადის ოქსიდის ათასობით ტონა ემისია გამოიმუშავეს.

მისივე ცნობით, ეს არის გარემოსდაცვითი მიზეზებით დადებული, რიგით მეორე ყველაზე მაღალი ფინანსური შეთანხმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები