თბილისის საცალო სავაჭრო ბაზარზე განვითარების ბუმია, მიუხედავად ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობისა, - Cushman&wakefield-ის კვლევის მიხედვით, აღნიშნულ სეგნემტში საფასო პოლიტიკაზე კვლავ გავლენას ახდენს გასული წლის არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რაც უმეტესად საარჩევნო წელთან იყო დაკავშირებული.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საცალო გაყიდვების დინამიკა ძლიერი რჩება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი სადღესასწაულო პერიოდში იყო. ამასთან როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საერთაშორისო საცალო მოვაჭრეების მხრიდან თბილისის სავაჭრო ცენტრებით დაინტერესება დიდია, განსაკუთრებით კი ქალაქის ცენტრის მიმართ.
გასულ წელს საქართველოში შემოსული ბრენდებიდან Cushman&wakefield რამდენიმე მათგანს გამოყოფს: H&M, Holland & Barret, Pandora და Mado.

























