მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების წესში

BM.GE
01.02.23 12:14
321
ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროექტის განმახორციელებელს უფლება ექნება თბილისის მერიის თანხმობით, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი მობინადრეთა სრული თანხმობის გარეშე განიხილოს. ავარიული სახლების ჩანაცვლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით, თუმცა აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი მიზნით ალტერნატიული ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, ისინი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად მხოლოდ 500 ლარს მიიღებენ. რამ განაპირობა არსებულ დადგენილებაში ცვლილებები?

სტუმარი: ლევან ჟორჟოლიანი - საკრებულოს წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები