ჯანდაცვის გიგანტმა CVS Health-მა მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის III კვარტალის მთლიანი შემოსავალი $89,76 მილიარდს შეადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს.
ფინანსური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტომ ქოუჰიმ ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ ინვესტორებისთვის "გონივრული იქნება დაამყარონ თავიანთი მოლოდინები", ვინაიდან კომპანია მიმდინარე წელს თითო აქციაზე $8,50-იდან 8,70-მდე მოგებას ელოდება.
CVS Health აშშ-ში ერთ-ერთ უმსხვილეს სააფთიაქო ქსელს მართავს, რომელსაც 9000-ზე მეტი ფილიალი აქვს.
CVS-ს განცხადებით, მესამე კვარტალში 10%-იანი ზრდა აღინიშნება და კომპანიის შემოსავალი $89,76 მილიარდს შეადგენს, რამაც უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა. ამასთან, კომპანიის მოგება თითო აქციაზე $2,21-ია, როდესაც უოლ-სტრიტი $2,13-ს ელოდა.
ამასთან, კომპანიის სააფთიაქო სარგებლის მართვის მხრიდან შემოსავალი 8%-ით, $46,89 მილიარდამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის დასაწყისში კომპანიამ ხარჯების შემცირების პროგრამა წარადგინა, რომლის მიხედვითაც CVS-ს თავისი ობიექტები უნდა დაეხურა. აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ლინჩმა კვარტალური შემოსავლების გამოქვეყნების დროს განაცხადა, რომ კომპანიამ 900 სააფთიაქო ქსელიდან 564 უკვე დახურა.
ინფორმაციისთვის: კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ CVS Health Corp.-ის აქციები 54 ცენტით, $68,47 დოლარამდე დაეცა.

























