მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცხოველთა თავშესაფარში ფოტოგადაღება და ვიზიტი გამკაცრდა

5b2d009faba22
ნინი ლონგურაშვილი
22.06.18 18:20
845
თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში ვიზიტებისა და ფოტო/ვიდეოგადაღების პირობები, ხელმძღვანელობის მიერ მიღებული დადგენილებით შეიზღუდა. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული კადრები, სადაც მომაკვდავი ლეკვი თავშესაფრის გალიაში წევს და მძიმედ სუნთქავს.

BMG დაუკავშირდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, გასარკვევად, თუ რატომ გახდა საჭირო ვიზიტორებისთვის თავშესაფრის ნახვის პირობების გამკაცრება.

„ამას თავისი მიზეზები აქვს, კერძოდ კი ის, რომ თავშესაფარში ხშირად მოდიან ისეთი ადამიანები, რომლებიც “მხოლოდ ნეგატივის დანახვაში” არიან დაინტერესებულნი და მაგალითისთვის მომაკვდავ ლეკვებს უღებენ სურათებს, შემდგომ კი ავრცელებენ. ეს დაუშვებელია რადგან სოციალურ ქსელში ამას უყურებენ ბავშვები ან ადამიანები, რომლებსაც “არ სურთ ასეთი მძიმე კადრების ნახვა”. აცხადებს BMG - სთან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია.

ასევე, დირექტორის თქმით, მნახველებს ცხოველთა თავშესაფრის დათვალიერება შეუძლიათ მხოლოდ სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00 - დან 17:00-მდე, ხოლო მათ ვინც კონკრეტული ძაღლის ასაყვანად მიდის თავშესაფარში, მათთვის შეზღუდული დროები არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები