IDFI-მ თბილისის ქუჩის ცხოველების სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს 112-ზე და თავშესაფარში წერილობით შესული შეტყობინებების რაოდენობა გაორმაგებულია და ბოლო მომაცემებით 26 ათასს აჭარბებს. რაც შეეხება დაჭერილ და თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების რაოდენობას 2015 წელს 5 999 ცხოველი გადაიყვანეს, 2016 წელს - 8 287, ხოლო 2017 წელს - 7 168 ცხოველი.
IDFI-ს მონაცემებით, ჩატარებული კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციების რაოდენობით (3 978) 2016 წელი ლიდერობს.
ბოლო სამ წელში მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტში.
2015 და 2017 წლებში სააგენტოს ბიუჯეტი 3.2 მილიონ ლარს შეადგენდა. 2016 წელს კი მცირედით მეტი - 3.7 მილიონი ლარი იყო.

























