ცხოველების უფლებათა დამცველთა ჯგუფმა Peta ფრანგული ბრენდის Louis Vuitton-ის აქციები შეიძინა. ამ ნაბიჯით ცხოველთა დამცველები შეეცდებიან, დაარწმუნონ სხვა აქციონერები, კომპანიამ უარი თქვას ეგზოტიკური ცხოველების ტყავით ჩანთებისა და სხვა პროდუქციის დამზადებაზე.
აქციების შეძენის შედეგად, ცხოველების დამცველთა ჯგუფს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს აქციონერთა კრებას და გამოთქვას საკუთარი აზრი. PETA-ს ჯერჯერობით არ გაუხმაურებია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის აქციების რა წილი შეიძინეს.

























