მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დააკავეს 3 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს სააგარაკე სახლების მშენებლობის ფიქტიური გარიგებები გაუფორმეს და ₾164 000 მიისაკუთრეს

₾200

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 3 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს სააგარაკე სახლების მშენებლობის ფიქტიური გარიგებები გაუფორმეს და ₾164 000 მიისაკუთრეს.

კერძოდ, როგორც უწყების განცხადებაში წერია, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს მცირე სააგარაკე სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ, დამკვეთებთან გააფორმეს ფიქტიური გარიგებები და მათგან ჯამში 164 000 ლარი მიიღეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები