მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დააკავეს "მეექვსე საავტორო სკოლის" ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშიდან ₾2,1 მლნ გადაირიცხა და ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგო

მეექვსე სკოლა

დააკავეს "მეექვსე საავტორო სკოლის" ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშიდან ₾2,1 მლნ გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო. ამის შესახებ პროკურატურა იტყობინება.

კერძოდ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით, 2 161 806,52 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო.

"დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას“ დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები