მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დააკავეს პატრული, რომელმაც მოქალაქეს მართვის მოწმობის აღდგენის სანაცვლოდ 2000 ლარი გამოართვა

6352a2780c721
BM.GE
21.10.22 17:41
2435
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 1970 წელს დაბადებული მ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.შ.-მ მოქალაქეს მოტყუებით, ჩამორთმეული მართვის უფლების თითქოსდა აღდგენის სანაცვლოდ გამოართვა 2000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები