მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააკავეს პირები, რომლებიც იაფფასიან სარეცხ ფხვნილებს PERSIL-ის, ARIEL-ის, TIDE-ის პროდუქციად ასაღებდნენ

642e67f529639
BM.GE
06.04.23 10:43
1097
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების “PERSIL”-ს, “ARIEL”-ს, „ABC”-ს, “TIDE”-ს, „BINGO”-ს, “OMO”-ს, „AMO”-ს და “SAVEX“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების გზით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა საბაზრო ღირებულება 44 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები