ახალი ზელანდიის პოლიციამ დააკავა 32 წლის პირი, რომელმაც მოპარვის მიზნით "ფაბერჟეს კვერცხი" გადაყლაპა. კერძოდ, საუბარია ფაბერჟეს შთაგონებით შექმნილ "რვაფეხას კვერცხზე", რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმში, "Octopussy" (1983) ფიგურირებს.
კონკრეტული ექსპონატი, რომლის ასლიც ერთ-ერთ საიუველირო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, მამაკაცმა გადაყლაპა და ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიცია ადასტურებს, რომ ნივთი "ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი."
ცნობისათვის, კვერცხის ასლს, რომელიც 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული, 60 თეთრი ბრილიანტი და 15 ლურჯი საფირონი აქვს. მისი ღირებულება 19,000 აშშ დოლარია.




























