მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაანებეთ მედიის დევნას თავი" - ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მედიის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

მედია

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მედიის სოლიდარობის აქცია იმართება.

შეკრებილი მოქალაქეები და ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მათი თქმით, „რეჟიმის პირობებში უსამართლოდ არიან დაკავებული“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ დაუთმობენ ქვეყანას, რომლის თავისუფლებისთვისაც ადამიანები თითქმის 1 წელია ქუჩაში დგანან.

„ჩვენი დევნა არავისთვის არ იქნება სიკეთე. არც იმ პოლიციელებისთვის, რომლებიც ახლა ფოტოებს გვიღებენ ... არავისთვის ეს სიკეთე არ იქნება და ყველას დაუბრუნდება სათითაოდ. დაანებეთ მედიის დევნას თავი“, - აცხადებს „ბათუმელების“ რედაქტორი, ეთერ თურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები