2013 წლისგან განსხვავებით, წელს საბიუჯეტო თანხების დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ჰქონდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბიზნესკონტრაქტის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიზანი არაა აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების შეფასება, თუმცა არათანაბარ ხარჯებთან დაკავშირებით გვენეტაძემ განაცხადა, რომ 2013 წელი ამ კუთხით "გაკვეთილი იყო“.
რაც შეეხება დედოლარიზაციის 10 პუნქტიან გეგმას, კობა გვენეტაძის განცხადებით, აქციზური განაკვეთიზ ზრდას ფასებზე ერთჯერადი გავლენა ექნება.
"ეროვნული ბანკს კარგი გამოცდილება აქვს ინფლაციის მართვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ დაანონსებული ცვლილებები არ უნდა იყოს მიზეზი ინფლაციის ძალიან გაზრდის, ამას გავლენა რა თქმა უნდა ექნება, თუმცა ჩვენ დავაკვირდებით ბიზნესის მოლოდინებს და შესაბამისად მივირებთ ზომებს, რათა ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს“, - განაცხადა გვენეტაძემ. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო ბერკეტები, რათა რაიმე გართულებას არ ჰქონდეს ადგილი.

























