მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაგუას კლინიკამ საზეიმო ღონისძიება გამართა

დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაგუას კლინიკამ საზეიმო ღონისძიება გამართა. საიუბილეო ღონისძიებაზე კლინიკის განვითარების 30-წლიანი გზა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები წარადგინეს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა გაგუას კლინიკის საქმიანობასა და ჯანდაცვის სფეროში მის როლზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებით აღნიშნა კლინიკის დამფუძნებლის, პროფესორ დავით გაგუას, ღვაწლი და მისი მრავალწლიანი საქმიანობის მნიშვნელობა საქართველოში სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულების განვითარებაში. საიუბილეო ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გაგუას კლინიკა 1996 წელს დაარსდა, ის იყო პირველი კერძო სამშობიარო საქართველოში, რომელიც სრულყოფილ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. დაარსების დღიდან კლინიკა უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მაღალი სტანდარტების, ინოვაციური მიდგომებისა და პაციენტზე ორიენტირებული სერვისების დანერგვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები