მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი რეისებს საქართველოს მიმართულებითაც შეასრულებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი რეისებს საქართველოს მიმართულებითაც შეასრულებს
12.03.24 12:05
838

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი რეისებს საქართველოს მიმართულებითაც შეასრულებს. როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, AJet-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით იფრენს.
AJet-ი საქართველოს ბაზარზე AnadoluJet-ს ჩაანაცვლებს.

2008 წლიდან Turkish Airlines-ის სტრუქტურაში ფუნქციონირებს AnadoluJet-ი, მაგრამ სრულფასოვანი ავიაკომპანია არ არის, არამედ წარმოადგენს სავაჭრო ნიშანს. AnadoluJet-ის ყველა ფრენას Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავები და ეკიპაჟები ახორციელებენ.

Turkish Airlines-ის ზრდის ახალი სტრატეგია კი AnadoluJet-ის ცალკე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად გარდაქმნას ისახავს მიზნად, რომელიც იმუშავებს სახელწოდებით AJet და 100%-ით Turkish Airlines-ის საკუთრება იქნება.

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პირველი ფრენები 2024 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. მომდევნო 10 წლის განმავლობაში AJet საკუთარ ფლოტს 200 თვითმფრინავამდე გაზრდის და გახდება ერთ-ერთი უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგიონში.

Turkish Airlines-ის წარმომადგენლების განმარტებით AJet დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სეგმენტში იმუშავებს. მისი კონცეფცია გულისხმობს სერვისის გამარტივებას და მხოლოდ ეკონომ კლასის ბილეთების გაყიდვას, რამაც უნდა შეამციროს ხარჯები. ხარჯების დაზოგვა აისახება ბილეთების ფასებზე, რაც საჰაერო მოგზაურობას უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდის ხელმისაწვდომს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები