მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტში ღამის განმავლობაში რამდენიმე რეისი გადაიდო - TAV Georgia

ფრენები

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტში ღამის განმავლობაში რამდენიმე რეისი გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

თბილისის აეროპორტის ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა თურქეთის ავიახაზების სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი - 2 რეისი, პეგასუსის - სტამბოლი-თბილისის რეისი, გადაიდო პეგასუსის ანტალია-თბილისის რეისი და აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-თბილისის რეისი. ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება“, - აცხადებენ TAV Georgia-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები