საქართველოზე კიდევ ერთხელ დაიწერა საერთაშორისო გამოცემებში. ამჯერად ჩვენი ქვეყნით The Financial Time დაინტერესდა და მილიონობით მკითხველს თბილისზე, სვანეთზე, ყაზბეგის ტურისტულ პოტენციალზე, თუშეთზე და სხვადასხვა კუთხეებზე უყვება.
„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისაა“ - ამ სათაურით გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ საქართველოს 20-გვერდიანი სტატია მიუძღვნა.
სტატიის ავტორი ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს გამორჩეულ ადგილებს ასე აღწერს: "მესტიაში, უშბის ჩრდილქვეშ, თოვლში თხილამურებით სრიალი შეიძლება. უშბას ხანდახან კავკასიონის მატერჰორნს უწოდებენ. დაბა მესტია თავგადასავლების მოყვარული მოთხილამურეების ცხელი წერტილია, ჰაწვალზე და თეთნულდზე საბაგიროებია მოწყობილი. ახლახან სვანეთმა პირველად უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს. მოთხილამურეების დიდი ნაწილი აქ აუთვისებელი მთების შესასწავლად ჩამოდის", - წერს სტატიის ავტორი
The Financial Time -ის ვრცელი სტატია მწერალმა, ლეო ვარდიაშვილმა მოამზადა და დეტალურად აღწერა ქართული კულტურა, ტრადიციები, ტურისტული ადგილები, ღვინო, კულინარია, სტუმართმოყვარეობა და სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური.