პანდემიამ თბილისში არსებული სასტუმროების უმეტესობა დააცარიელა. ზოგიერთმა ბიზნეს სუბიექტმა არსებულ კრიზისს ვეღარ გაუძლო და მუშაობაც შეაჩერა. ის სასტუმროები კი რომლებიც მუშაობას შეზღუდული რესურსებით მაინც აგრძელებენ ამბობენ, რომ ამ პირობებში მუშაობას დიდ ხანს ვეღარ გაუძლებენ და მოუწევთ კუთვნილი შენობების დატოვება.