მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაჩქარებული პრივატიზაცია და განახლებული ქონების მართვის სააგენტო"- თურნავას გეგმა

5cd7e66d34484
თელარა გელანტია
12.05.19 13:16
788
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარებას აანონსებს.

როგორც მან „Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ხელი უნდა შეუწყოს სწრაფ ზრდაზე მორგებულმა საინვესტიციო პოლიტიკამ.

„აქ თავის როლს და ადგილს ჰპოვებს მათ შორის დაჩქარებული პრივატიზაცია და განახლებული ქონების მართვის სააგენტო“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 70 მლნ ლარის ქონების პრივატიზაციის გაზრდა შესაძლებელია.

„პრივატიზაციის ტემპი ცალსახად გაიზრდება. ძალიან დაბალი გეგმები გვაქვს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ქონების მართვის სააგენტოსთან და ამ გეგმებს ვზრდით. ვფიქრობთ, რომ თავისუფლად შეგვიძლია 100 მლნ ლარამდე შევასრულოთ პრივატიზაციის გეგმა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები