მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წარმომადგენლები მებრძოლთა კვირეულს დაესწრნენ

დაჭრილ მებრძოლთა დღე
02.07.24 14:21
500

საქართველოში დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე 30 ივნისს აღინიშნება და კვირის განმავლობაში სპორტული და კულტურული ღონისძიებებით არის დატვირთული. კვირეულს, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრი მასპინძლობს, სადაც იმართება პარასპორტის ტურნირები სხვადასხვა სახეობაში, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნამუშევრების და სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ორგანიზებულია სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისათვის გასართობი პროგრამა.

წეროვანში, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წელს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ამ ტრადიციას ყოველწლიურად უერთდებიან “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი.” წელს ღონისძიებას კომპანია სილქნეტის და ფონდის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი ესწრებოდა.

მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი - დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის გამართვა. ყველას კარგად მოეხსენება, რამდენად მომატებულია მებრძოლების მხარდაჭერის გაწევა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე ბიზნესის მხრიდან. მე, როგორც ვეტერანს, მახსოვს როგორი დამოკიდებულება იყო რამდენიმე წლის წინ. 2018 წლიდან “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” აქვს გეგმა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, თუ რა გზით ვიაროთ, რომ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ. უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოხდა, მილიონ ლარზე მეტი დახმარების გაწევა სამხედროებსა და ვეტერანებისათვის.” - განაცხადა დავით მამულაიშვილმა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა სილქნეტმა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის ბენეფიციარები არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. ფონდი ეხმარება ასევე სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეებსა და არასრუწლოვან შვილებს. ფონდში შემოსული შემოწირულობით, შესაძლებელი ხდება ჩატარდეს ბენეფიციარებისთვის ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.

სილქნეტის მიზანია დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერისთვის გაზარდოს დონაცია, თავის გარშემო შემოიკრიბოს ქველმოქმედი საზოგადოება და ორგანიზაციები, აამაღლოს ცნობიერება და თანადგომის საუკეთესო მაგალითი აჩვენოს.

დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც, ასევე საქველმოქმედო ნომერზე - 0 901 777 771 ერთი ზარი-ერთი ლარი, რომელიც სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები