იანვარ-ივლისში დაცულ ტერიტორიებს 569 623 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14%-ით აღემატება.
აქედან ყველაზე მეტი 96725 ვიზიტორი ეწვია პრომეთეს, 86096 ვიზიტორი მარტვილის კანიონს, ხოლო 79565 ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ პარკს.
ივლისში დაცულ ტერიტორიებს ქართველებზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია. ერთ თვეში დაცული ტერიტორიები 101 956-მა უცხოელმა და 95 421-მა ქართველმა მოინახულა. უცხოელ ვიზიტორებში ყველაზე პოპულარული პრომეთე და მარტვილის კანიონია.

























