2018 წლის აგვისტოში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 250,452 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 7.1%-ით აღემატება.
აქედან, ყველაზე მეტი, 46,401 ვიზიტორი მარტვილის კანიონს ეწვია, 45,180 ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ხოლო 40,438 პრომეთეს მღვიმეს.
აგვისტოში დაცულ ტერიტორიებს ქართველებზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. ერთ თვეში დაცული ტერიტორიები 126,559-მა უცხოელმა და 123,893-მა ქართველმა მოინახულა. უცხოელ ვიზიტორებში ყველაზე პოპულარული ტრადიციულად, პრომეთე და მარტვილის კანიონია. ქართველი ვიზიტორების უმეტესობა კი უპირატესობას ყაზბეგის ეროვნული პარკს ანიჭებს.