მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაცვის კომპანია "ორბი" სრულად ელექტრომობილებზე გადადის

58c2a62f4fee8
სალომე მეცხვარიშვილი
12.03.17 10:00
6033
დაცვის კომპანია "ორბი" სრულად ელექტრომობილებზე გადადის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ კვირიკაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის კომპანიის თბილისის ფილიალები სრულად ელექტრომობილებს იყენებენ, ზაფხულამდე კი ეკოლოგიურად სუფთა ავტომანქანები კომპანიის რეგიონებში მდებარე ფილიალებსაც მოემსახურება. ჯამში კომპანიას 25 ელექტრომობილი ეყოლება.

დაცვის კომპანიის ხელმძღვანელი "ბიზნესკონტრაქტთან" განმარტავს, რომ ელექტრომობილების შესყიდვის შემდეგ, მათი ხარჯი ამ მიმართულებით 90%-ით შემცირდა.

"ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა ოპტიმიზაცია სამსახურში, გვინდოდა, რომ ხარჯების შემცირებით შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა ბიზნესში. მოვიძიეთ კომპატური მანქანები, რომლებიც იყო ნაკლებ ხარჯიანი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენი არჩევანით. ეს არის სუფთა ელექტრომობილი, რომლის დამუხტვა შეგვიძლია როგორც სახლის პირობებში, ასევე ოფისში. ერთ დატუმბვას 12 კილოვატი ელექტროენერგია სჭირდება, რაც დაახლოებიტ 2 ლარის დენია, ამ დამუხტვით კი ავტომობილი გადის 120-დან 150 კილომეტრამდე",- აცხადებს ზურაბ კვირიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები