დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დაჯავშნული ავტომანქანების დაზღვევაზე ტენდერს აცხადებს. სულ დოკუმენტაციის მიხედვით 86 ერთეული ავტომობილის დაზღვევაა გათვალისწინებული, რაშიც დაპარტამენტი 318 ათასი ლარის გადახდას გეგმავს. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 2018 წლის ბოლომდე იქნება.საკუთარი წინადადებების წარდგენის საშუალება კომპანიებს 4 ივნისის ჩათვლით ექნებათ.

























