მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დადასტურდა, რომ ყველაფერი იყო სიცრუე" - რა წილი აქვს რუსულ გაზს საქართველოს მოხმარებაში

5e33f212414a0
ინგა მურუსიძე
31.01.20 14:07
1550
"2019 წელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მხოლოდ 5% იყო რუსეთიდან მოწოდებული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გასულ წელს ბუნებრივი გაზის იმპორტის ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.

თურნავას თქმით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, წინასწარი მონაცემებით, ბუნებრივი აირის მოხმარება 2.6 მლრდ კუბური მეტრი იყო. 

„ვინაიდან 2019 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ეს იმავდროულად ნიშნავს ელექტროენერგიის გააქტიურებულ და გაზის მაღალ მოხმარებას. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი აირის მოხმარება 2.6 მლრდ კუბური მეტრი იყო. როგორც ადრეც ვსაუბრობდით, უდიდესი ნაწილი არის აზერბაიჯანიდან მომავალი გაზი, ეს არის გაზი, რომელიც მოვიხმარეთ როგორც - სატრანზიტო დერეფნის ქვეყანამ, „შაჰდენიზიდან“ მომავალი გაზის ქვოტა, ასევე ნაწილი მოგვაწოდა კომპანია „სოკარმა“ და მხოლოდ მცირე მოცულობა, 140-დან 160 მლნ კუბამდე გაზი შემოვიდა რუსეთიდან, ეს არის მთელი ჩვენი გაზის ბაზრის 5%. ამასთან დაკავშირებით ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია მახსენდება და საბოლოო ჯამში, დადასტურდა, რომ ყველაფერი იყო სიცრუე და ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა. ამ 5%-მა შექმნა საკმაოდ კონკურენტული გარემო გაზის კერძო მოხმარების ბაზარზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მოსახლეობაზე. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, იქ კონკურენციის ნიშნები შევქმენით, რამაც ძალიან კარგად იმოქმედა ბაზარზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები