სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის მიმართულებით წელს 600 ახალი სესხია დადასტურებული, საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში 350 ახალი სესხი, ხოლო მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში - 800 ახალი სესხი.
ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში მოამზადა, სადაც მათ შორის სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" აქტივობებზეცაა ინფორმაცია მოცემული.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა "აწარმოე საქართველოშის" და ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" ბაზაზე "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" დაფუძნებაზე მუშაობს.
უფრო დეტალურად, სააგენტოს უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის მიზანია მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა მათთვის ბიზნესის ხელშემწყობი მრავალფეროვანი და უნივერსალური მექანიზმის შეთავაზებით.
2025 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- დადასტურებულია 499 ახალი სესხი, საერთო ღირებულებით 429,616,293 ლარი;
- ბენეფიციარების რაოდენობა - 431;
- დამტკიცებული პროექტების მიხედვით გათვალისწინებული ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა - 3,961;
- თანადაფინანსება სულ გადაერიცხა 1,875 სესხს;
- გაწეულმა თანადაფინანსებამ ახალ და არსებულ სესხებზე შეადგინა 30,371,827 ლარი.
2026 წლის სამომავლო გეგმები:
- დადასტურებულია 600 ახალი სესხი;
- ბიუჯეტი 41,420,000 ლარი.
საკრედიტო საგარანტიო სქემა - მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობა.
2025 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- დადასტურებულია 326 ახალი სესხი, საერთო ღირებულებით 235,339,238 ლარი;
- ბენეფიციარების რაოდენობა - 282;
- დამტკიცებული პროექტების მიხედვით გათვალისწინებული ახალი სამუშაო ადგილების
- რაოდეწობა - 2,931;
- გარანტია განთავსებულია 298 სესხზე;
- განთავსებული გარანტიის მოცულობამ შეადგინა 58,678,061 ლარი.
2026 წლის სამომავლო გეგმები
- დადასტურებულია 350 ახალი სესხი;
- ბიუჯეტი 50,000,000 ლარი.
მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა - მიზანია მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.
2025 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- დადასტურებულია 1216 ახალი სესხი, საერთო ღირებულებით 55,836,610 ლარი;
- ბენეფიციარების რაოდენობა - 1216;
- დამტკიცებული პროექტების მიხედვით გათვალისწინებული ახალი სამუშაო ადგილების
- რაოდეწობა - 2,740;
- თანადაფინანსება სულ გადაერიცხა 1,215 სესხს, გარანტია განთავსდა 1305 სესხზე;
- გაწეულმა თანადაფინანსებამ ახალ და არსებულ სესხებზე შეადგინა 2,673,327 ლარი, ხოლო
- განთავსებულმა გარანტიამ - 47,549,888 ლარი.
2026 წლის სამომავლო გეგმები
- დადასტურებულია 800 ახალი სესხი;
- ბიუჯეტი 37,000,000 ლარი.




























