მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.31%-ია - ქვეყანაში covid-ინფიცირების 3 625 აქტიური შემთხვევაა

624fdcfee0abf
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.22 11:00
800
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 761 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 021 PCR ტესტით. შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 273 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 981.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.31%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.2% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 577 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 630 564 გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 766 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარაში - 17, იმერეთში - 37, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 21, გურიაში - 21, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 17, კახეთში - 21, მცხეთა-მთიანეთში -6, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 625 საიდანაც, 439 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 240, აჭარაში - 23, იმერეთში - 85. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 111 პირი, მათ შორის, თბილისში - 71, აჭარაში - 15, იმერეთში - 9. 3 186 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები