მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.12% - stopcov.ge

60b717415a1b1
თელარა გელანტია
02.06.21 10:53
464
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 444 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 159 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 33, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 923, აჭარაში - 385, იმერეთში - 439. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 82, იმერეთში -157. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 15, იმერეთში - 15. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 380 - თბილისში, 234- აჭარაში. 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 810 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 465 პირი, აჭარაში - 2 240, იმერეთში - 1 374", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები